Sunday, March 29, 2015

დღე მე-8

დღეს გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,მასალებს.კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის მსვლელობას.დავასრულეთ გეგმები და შაბლონი ვაქციეთ რეალურ გეგმად :) ვისწავლეთ გუგლ-ფორმების შექმნა,რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.ერთმანეთს შევუვსეთ კითხვარები.

Saturday, March 28, 2015

დღე მე-7

დღეს გავეცანით გარდნერის ''მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას'', მოვახდინეთ მ ოსწავლეთა დიფერენცირება მათი ინტელექტის მიხედვით.შევქმენით თვითშეფასების ფორმა/ჩეკლისტი სხვადასხვა ინტელექტის მქონე ბავშვებისთვის,გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშებს.ვისწავლეთ ფეიჯების გაკეთება და ჩვენი პროექტის საქაღალდე გადავიტანეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Sunday, March 22, 2015

დღე მე-6

         დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე.ერთმანეთს დავუტოვეთ კომენტარები მოსწავლის ნიმუშებზე,ასევე გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას,რაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია შეფასებისთვის.ვისწავლეთ სათაურის და შინაარსის მარტივი გადაკეთება(სიტყვების მარტივად ჩანაცვლება,მაგ პორტფოლიოს რუბრიკა გადავაკეთეთ პრეზენტაციის რუბრიკად) ასევე გავეცანით გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსიას და სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკებს.ბოლოს ჩვენს დოკუმენტებში შესრულებული სამუშაო გადავიტანეთ  დრაივზე და დავწერეთ რეფლექსია.

Saturday, March 21, 2015

დღე მე-5

 დღეს ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების გაზიარება და კომენტარების გაკეთება.გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას,რომელსაც აუცილებლად გავაცნობ მოსწავლეებს,რათა არ დაარღვიონ სხვათა უფლებები.პროდუქტის შექმნისას აუცილებლად ვუთითებთ გამოყენებულ ლიტერატურას.შევქმენით მოსწავლის ნიმუში(PP-ში).

Sunday, March 15, 2015

დღე მე-4

დღეს გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს:1 განმსაზღვრელს და 4 განმავითარებელს.ჩვენი პროექტისთვის შევარჩიეთ შეფასების რუბრიკები.მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შევქმენით K-W-L დიაგრამა.ჩამოვწერეთ პროცედურებში შეფასების ინსტრუმენტები მიზნების შესაბამისად,რასაც გამოვიყენებ პროექტის მსვლელობისას.ეს ყველაფერი,მთლიანი საქაღალდე გადავიტანეთ drive-ში.

Saturday, March 14, 2015

დღე-3

დღეს ვისწავლეთ პროექტის სასწავლო მიზნების და სწავლის შედეგების დიფერენცირება.გადავხედეთ სტანდარტებს, რამდენად არის მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი,რაშიც დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია. მივიღეთ რჩევები კარგი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესაქმნელად. გავეცანით ფართო მნიშვნელობის იდეების გამომხატველ სიტყვებს. დავწერეთ რეფლექსია.

Sunday, March 8, 2015

დღე 2


                                                          რა მოხდა დღეს?

    ტრენინგის მეორე დღეს წარმოვადგინეთ პროექტის თემები. ძალიან საინტერესო და აქტუალური საპროექტო იდეები მოვისმინეთ. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ ჩვენი საპროექტო თემის და კლასის, დონის შესაფერისი შედეგები და ინდიკატორები,ასევე 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.გავიგეთ ის რომ პროექტისთვის უნდა შეირჩეს ისეთი ინდიკატორები, რომელიც ანვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს. ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება. ერთმანეთს დავუტოვეთ კომენტარები.მივიღეთ დავალება რომ უნდა გავეცნოთ სხვადასხვა სახის ბუკლეტებს.

Saturday, March 7, 2015

დღე 1

                                                              რა ვისწავლე დღეს?

       თავდაპირველად გავიცანით ერთმანეთი,ქალბატონი მანანა კვინიკაძე ყოფილა არაჩვეულებრივი პიროვნება და უძლიერესი ტრენერი. პროექტის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნის უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ასევე უმნიშვნელოვანესია პროექტი მოფიქრებული იყოს აქტუალურ და პრობლემურ საკითხზე, აუცილებელია კავშირი რეალურ ცხოვრებასთან,ის თუ რაში გამოადგება ცხოვრებაში მოსწავლეს.ვისწავლე ბლოგის შექმნა,შენახვა ჩექ-ლისთის.რომელი დოკუმენტი რომელ საქაღალდეში შევინახო.პორტფოლიოს რუბრიკა დამეხმარება შევამოწმო დოკუმენტების ხარისხის შემოწმებაში.პროექტის მახასიათებლების ჩეკ-ლისტს გავეცანი.